დიფტა-შისის საგზაო გვირაბი

Home / International Projects / დიფტა-შისის საგზაო გვირაბი

Diftah-Shis Road Tunnel

რეზიუმე (Synopsis)

დიფტა შისის საგზაო გვირაბი – შარჟა – სამშენებლო პროექტის პროფილი შეიცავს ინფორმაციას ამ პროექტის მასშტაბის შესახებ, მათ შორის პროექტის მიმოხილვას და მდებარეობას. პროფილში აგრეთვე მითითებულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის ეკუთვნის ის და რა დაფინანსება გააჩნია. პროექტი დეტალურადაა აღწერილი და ამასთანავე მოცემულია ინფორმაცია კონტრაქტების, ტენდერების და პროექტის მთავარი საკონტაქტო პირების შესახებ. დიფტა შისის საგზაო გვირაბი – შარჟა – სამშენებლო პროექტის პროფილი წარმოადგენს World Market Intelligence-ის მონაცემთა ბაზის ნაწილს, რომელიც 25 000-ზე მეტ სამშენებლო პროექტს შეიცავს. ჩვენს მონაცემთა ბაზას გააჩნია შესრულებული პროექტების 10 წლიანი არქივი, სადაც მოცემულია ყველა გლობალური პროექტი, რომელთა ღირებულება 50 მილიონ ა.შ.შ. დოლარს აღემატება და აგრეთვე შეიცავს პროექტის მენეჯერების, მფლობელების, კონსულტანტების, კონტრაქტორების და ტენდერში მონაწილეების საკონტაქტო ინფორმაციას.

გზა შეჭრილია ფერდობებში, გადის მთების ძირსა და უადის (მდინარის ამომშრალი კალაპოტები, რომლებსაც უეცარი წყალმოვარდნები ახასიათებთ) გასწვრივ. ეს გზა წარმოადგენს სტრატეგიული პროექტის ნაწილს, რომლის მიზანია შარჟას შეერთება ხორ ფაკანის დიდ საკონტეინერო პორტთან, რომელიც ომანის ყურეში მდებარობს, ამ პროექტის ფარგლებში შედის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უდიდესი, კლდეში გამავალი გვირაბის მშენებლობა. 1.3 კილომეტრიანი ორი გამოყოფილი სავალნაწილიანი გვირაბის მშენებლობა პროექტის ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაწილი გახლავთ.

ხორ ფაკანის საკონტეინერო პორტი ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტია შარჟასა და არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის. სწორედ ამ პორტში ჩამოდის სხვადასხვა სახის საქონელი, რომლის გადანაწილებაც შემდგომ შარჟას გავლით ხდება ემირატებში. არსებული საგზაო ქსელი ხორ ფაკანის კონტეინერების ტერმინალს აკავშირებს შარჟას სახმელეთო კონტეინეტების საწყობთან, მთათა სისტემის სამხრეთ ნაწილში და გადის ფუჯეირაზე. მთების გავლით 26კმ-იანი გზის მშენებლობა გაანახევრებს 54 კილომეტრიან გზას ხორ ფაკანსა და შარჟას შორის.

დიფტასა და შისის შორის არსებული 9 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც შეიცავს 1.3 კილომეტრი სიგრძის გვირაბს, წარმოადგენს მომავალი 26 კილომეტრიანი გზის პირველ ფაზას.

კლდეში გვირაბის გაყვანა რთული და ნელი სამუშაოა. მყარი ქანები არ წარმოადგენს ერთადერთ სირთულეს Halcrow-ს გუნდისთვის. კიდევ ერთი განსაკუთრებული დაბრკოლება უდაბნოს სიცხეა,  „ზაფხულში მცირე ნიავიც კი არ ჰქრის“,  ამბობს პროექტის მენეჯერი პოლ კუპერი,   „თუ ხელს კლდეს დაადებთ, დაგეწვებათ.“

ინოვაციები

გვირაბის გაყვანის პროცესში გამოყენებულია გვირაბის გაყვანის ახალი ავსტრიული მეთოდი, რომელიც წარმოადგენს სტანდარტულ სამშენებლო ტექნიკას კლდეში გვირაბის გასაყვანად. არაარმირებული ბეტონის განთავსება უზრუნველყოფს მუდმივ თაღს. ბეტონის ნარევში შერეული პოლიპროპილენის ბოჭკოები უზრუნველყოფენ ცეცხლგამძლეობას და მინიმუმამდე დაყავთ დაზიანების შესაძლებლობა ხანძრის შემთხვევაში, ამცირებენ რა ფეთქებადი ნამსხვრევების რაოდენობას.

სარგებელი

პროექტის დასრულების შემდეგ სოფელ შისის მცხოვრებლებისთვის დაუყოვნებელი სარგებელი იქნება სოფელთან მისასვლელად ხრეშიანი გზის უზრუნველყოფა. სოფელ  შისში მოხვედრა სხვაგვარად შესაძლებელია მოუკირწყლავი გზებით აღმოსავლეთ სანაპიროდან ომანის სასულთნოს ანკლავის გავლით. მთავარი სარგებელი კი ის გახლავთ, რომ როცა დასრულდება მთლიანი მარშრუტის მშენებლობა დიფტასა და ხორ ფაკანს შორის, თითოეულ კონტეინერიან სატვირთოს შეეძლება მარშრუტის 28კმ-ით შემცირება.

ِმოწყობილობა ტიპი ტიპი ტიპი
რაოდენობა რაოდენობა რაოდენობა
ტორკრეტი T-260 T-263 T-262
2 1 2
ვენტილატორები JF70 SF-1200 JF90
2 1 3
შესაშხეფებელი ტუმბო
T800 T725 Jobin
1 4 2
დანადგარის აქსესუარები THP403 მფრქვევანა ფირფიტა
1 2 1

Leave a Comment