შესაშხეფებელი ტუმბო 725

Home / შესაშხეფებელი ტუმბო 725
725 ტუმბო გამიზნულია თხევადი ცემენტის და დუღაბის ერთგვაროვნად შესაშხეფებლად 8მმ ზომის მარცვლითა და წყლისა და ცემენტის ან ქვიშის სხვადასხვა პროპორციით

725-ს გააჩნია 3 ძირითადი ნაწილი:

  • წებოვანი მასალის მიქსერი.

ამ ნაწილში ხდება წყლის მაღალი სიჩქარით და ხარისხით შერევა ზოგიერთ მასალასთან, როგორიცაა ცემენტი, დუღაბი და ა.შ. შესაძლებელია 8მმ ზომის ქანების ნამსხვრევების ჩამატება ნარევში. 725-ში შესაძლებელია 3 ტიპის მშრალი მასალის შერევა და შენარჩუნება წყალთან.

  • ნარევსა და ხსნარის შენარჩუნება

725-ის კამერა იმგვარადაა შექმნილი, რომ წებოვანი მასალების შენარჩუნება შესაძლებელია თავდაპირველი ხარისხით, რადგან ხსნარის ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია სამშენებლო პროექტებში. ერთგვაროვანი მასის მიწოდება შესაძლებელია რეზერვუარით, რომელიც აღჭურვილია პროპელერით გახსნილი მასალების მორევის მიზნით. მიქსერი მუშაობს სპეციალური პროპელერის ნელი ბრუნით ერთგვაროვანი ხსნარის მისაღებად და არ წარმოიშობა ჰაერის ბუშტები.

  • ტუმბოს და ჰირდავლიკური სისტემის მთავარი ნაწილი.

შესაძლებელია სითხეების სხვადასხვა სახის სიბლანტის უზრუნველყოფა და სრულად ჰიდრავლიკური სისტემის მეშვეობით ამოსატუმბად გამზადება. წარმოშობილი წნევის გაკონტროლება შესაძლებელია ჰიდრავლიკური სისტემის მეშვეობით (APC) და გამომშვებიც რეგულირებადია მომსახურების ტიპის შესაბამისად. 700-იანი სერიის ტუმბოები განსხვავებული დგუშებით, სადაც უზრუნველყოფილია მოკლე დროში გამოცვლის შესაძლებლობა, ოპერატორს მუშაობის ფართო სპექტრით უზრუნველყოფს.

პლუნჟერის განყოფილების დიამეტრი სიმძლავრე, მაქს. (W/C = 1) წნევა, მაქს წნევა, მინ ნაწილაკის ზომა, მაქს ელექტრო ძრავი
მმ მ3/სთ ბარი ბარი მმ კილოვატი
105 9 68 1.5 8 9.2 (50 Hz)

10.5 (60 Hz)